დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016232 |
|
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქნტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №21 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 09/06/2015, 010250000.35.152.016228) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №21 დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ;“; ბ) დანართი №1-ის სახით დამტკიცებული მუხლი 8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ნუმერაციის შესახებ ინიციატივა (განცხადება, მომართვა და ა.შ.) წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ინიციატივას უნდა ერთვოდეს: ა) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა); ბ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული და გამომდინარეობს მოთხოვნის შინაარსიდან. 3. საკითხს გამგებლის დავალებით შეისწავლის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამზადებს განკარგულების პროექტს ნუმერაციის მინიჭების/შესწორების შესახებ და წარუდგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 4. საკრებულოს კომისია, გამგეობის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის გათვალისწინებით, ამზადებს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. 5. საკრებულო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კანონით დადგენილი წესით აცნობებს დაინტერესებულ პირს და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები