„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016344
221
10/09/2015
ვებგვერდი, 11/09/2015
360160000.22.023.016344
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №221

2015 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 მარტის №108 ბრძანებით (სსმ, www.matsne.gov.ge, 04.03.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.01.6232) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნეbში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადმინისტრაციულ/ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება,  ასევე  საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;“.
2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;“.

3.  მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“

4. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ქსელის ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების   MS Office სრულყოფილად ცოდნა;  IT ინფრასტრუქტურული გარემოსა და სისტემების ცოდნა;  Microsoft და Linux პროდუქტებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;  კომპიუტერული ქსელის (საკაბელო, საჰაერო) მუშაობის პრინციპების, ადმინისტრირების, მომსახურების ცოდნა და გამოცდილება; კომპიუტერული ქსელის დაგეგმვის, მოწყობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის ცოდნა და გამოცდილება; კომპიუტერული მოწყობილობების, სისტემების, დამხმარე მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, ასლგადამღები) მართვა-მომსახურების ცოდნა და გამოცდილება; კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა; სასურველი – Cissco-ს ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირების, კონფიგურაციის, მომსახურების ცოდნა და გამოცდილება; სატელეფონო სისტემა Karel-ის ადმინისტრირების ცოდნა და გამოცდილება; საკონფერენციო ციფრული აუდიო სისტემის Denish Interpretation Systems ადმინისტრირება-მართვის ცოდნა და გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამების, ოპერატიული სისტემების: Microsoft Windows Platforms, Linux Platforms და Karel Platforms ის ცოდნა.“.
6.  მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“.

7. მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“.

8. მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების კუთხით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

9. მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;“ .

10. მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  საჯარო სამსახურში საქმისწარმოების სფეროში და/ან არქივარიუსად მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი