დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332/ძ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.33.062.016085 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №332/ძ
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ, ვებგვერდი, 23/10/2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016071) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11 მუხლი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი11. მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
1. მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის კვალიფიკაციით;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის – Microsoft Office Word – ძალიან კარგად ცოდნა;
ე) სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
გ) საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება“.
2. V თავის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „1.1“ ქვეპუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კულტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჯაიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები