დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270220000.10.003.018846 |
|
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2013წ., 270220000.10.003.017209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“:
1. მე-5 მუხლის: ა) 23 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი: „24. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს, ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 17 მაისამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.“; ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, რომელთათვისაც ვერ ხერხდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა, ასევე მე-2 და 24 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანებით ან სხვა დოკუმენტით დადგენილი გასაცემლის ოდენობის შესაბამისად, ხოლო არარსებობის შემთხვევაში, დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე, მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა;“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და 24 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია: გ.ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულ იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა; გ.გ) საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანების არარსებობის შემთხვევაში – ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებულ იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებულ იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები