„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016187
29
07/09/2015
ვებგვერდი, 14/09/2015
010260020.35.107.016187
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2015 წლის 7 სექტემბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016138) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  სამსახურის  უფლებამოსილება

სამსახური  უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას.

2.  მუნიციპალიტეტის განვითარების  პროექტების პრიორიტეტების  შერჩევის თაობაზე წინადადებების  შემუშავებას.

3. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამგებლისთვის შესაბამისი წინადადებების  წარდგენას  გამოვლენილი  პრობლემების  გადასაწყვეტად.

4. ინფრასტრუქტურული  პროგრამების  მიმდინარეობის  შესახებ  საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და  ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას.

6. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე.

7. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარების, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნებართვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას.

8.მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას.

9. წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტომანქანების პარკირებისა და დგომა/გაჩერების რეგულირების საკითხებზე.

10. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე.

11. ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას.

12. სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას.

13. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას.

14. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას.

15. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას.

16. შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას.

17. მშენებლობის ნებართვების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;

18. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას.

19. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას.

20. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

ბ) მე-3  მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას;

გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;

დ) შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას;

ე) მშენებლობის ნებართვების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;

ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

გ) მე-3  მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარების, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნებართვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე. შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

გ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და მათი შესრულების კოორდინაციას;

ე) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტომანქანების პარკირებისა და დგომა/გაჩერების რეგულირების საკითხებზე;

ვ)  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა ჯიქია