„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016286
47
08/09/2015
ვებგვერდი, 11/09/2015
010250020.35.163.016286
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №47

2015 წლის 8 სექტემბერი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 3 სექტემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2014, 010250020.35.163.016203).  
მუხლი 2
ამოღებული იქნეს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ნ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 3
დებულება ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა” და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  28-ე და 37-ე მუხლებით,   საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსის” 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია:

ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისთვის ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს;

ბ) აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, განიხილავს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

გ) განიხილავს და ამზადებს დასკვნებს  ბიუჯეტის პროექტთან და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებასთან, აგრეთვე დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან და დამატებებთან  დაკავშირებით;

დ) საქართველოს   კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო   კოდექსი" 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს  ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ე) განიხილავს და ამზადებს დასკვნას მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;

ვ) ყოველთვიურად განიხილავს მუნიცაპილეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ   საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი" 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებული მუნიციპალიტეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ზ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" 85-ე მუხლის  შესაბამისად გამგებლის  მიერ მომზადებული  ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა  და რეკომენდაციებს;

თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ი) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნისა და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ;

კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე, ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას  მუნიციპალიტეტის მიერ სესხის ან გრანტის აღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;

მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს  დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე, მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო საახსრების გაერთიანების შესახებ, ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; 

ნ) ამოღებულია;

პ)განიხილავს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 140-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას,აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ნიშნავს კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა-დამტკიცებისას;

ჟ)  საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლს;  

რ) განიხილავს და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად კომისიის დებულებას;

ს) იღებს გადაწყვეტილებას კომისიიდან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;

ტ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.

2. თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალეტიტეტის თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 37-ე მუხლის და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

დ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

ე)  ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის, აძლევს მათ დავალებებს;

ვ)  კომისიის სხდომაზე მონაწილეობისათვის  იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ზ)  კომისიაში სამუშაოდ  იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის ხელშეკრულების  გასაფორმებლად; 

თ)  საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ი) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა და კომისიის სხდომის ოქმებს; 

კ)  წარუდგენს საკრებულოს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მის მიერ უფლებამოსილების  ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

მუხლი 4. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.