ახალგორის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

ახალგორის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016093
33
08/09/2015
ვებგვერდი, 14/09/2015
010250000.35.150.016093
ახალგორის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2015 წლის 8 სექტემბერი

ს. წეროვანი

 

ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებით გადაცემის,საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის,საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-14 მუხლის, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №22 დადგენილების  ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-2 თავის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,   ახალგორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ახალგორის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების 2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.

 /თან ერთვის/                              

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




                                                                                                                                                 დანართი

 

ახალგორის თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული ქონების

  2015 წლის საპრივატიზაციო ობიექტების 

      ნუსხა

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებული მერსედესის მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი

WUW-398.