"განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
"განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.000.379
  • Word
1474
25/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
430.000.000.05.001.000.379
"განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში განათლების მიღება შეიძლება როგორც დასწრებული, ასევე ექსტერნატის (განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით) ფორმით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასწრებულთან ერთად დაშვებულია დაუსწრებელი სწავლების ფორმა. სპეციალობათა ნუსხა, რომელთა მიხედვით განათლების მიღება შეიძლება დაუსწრებლად, განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით.;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს როგორც დასწრებული, ასევე დაუსწრებელი ფორმით სწავლება”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 25 ივნისი.

№1474–IIს