დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016237
39
07/09/2015
ვებგვერდი, 14/09/2015
010250000.35.154.016237
დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2015 წლის 7 სექტემბერი

დაბა თიანეთი

„დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                
შევიდეს ცვლილება დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №26 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნეს ა.(ა).ი.პ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე”. 

2. დადგენილების მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დაევალოს ა.(ა).ი.პ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.“.

3. დანართი №1 მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ა.(ა).ი.პ „თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს” და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.“.

4. დანართი №1 მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების საფასური ა.(ა).ი.პ ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” ანგარიშზე.“

5. დანართი №1 მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ა.(ა).ი.პ ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს”.

მუხლი 2.                   
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური