დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018844 |
|
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08.06.2011 წ., 040030000.10.003.016390) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ფონდის მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება კაპიტალშენატანით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად, ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორ(ებ)ის მიერ პროექტში კაპიტალშენატანის სახით განხორციელებული პროექტის დაფინანსების მთლიან მოცულობას, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარი გადაწყვეტილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწონებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს, წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია, ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტის მიერ შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშგება.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს მთავრობა, 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე, უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნტისგან განსხვავებული წესი.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
| მუხლი 4 |
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები