დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის №77/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017026 |
|
„საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის №77/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის №77/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016812) და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“. 3. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის დებულება
|
მუხლი 1.
კონკურსის მიზანი
|
კონკურსის მიზნებია ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.
|
მუხლი 2.
გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
|
1. სეზონური სკოლის გრანტის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
2. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება სეზონური სკოლები შემდეგ მიმართულებებში: ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროსტატის (EUROSTAT) კლასიფიკაციით: ბ.ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ.ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; ბ.გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; ბ.დ) აგრარული მეცნიერებები; ბ.ე) სოციალური მეცნიერებები; ბ.ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები. |
მუხლი 3.
ტერმითა განმარტება
|
ამ დანართის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს კონკურსს; ბ) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა; გ) პროექტი – სეზონური სკოლის გრანტის მოპოვების მიზნით საკონკურსოდ წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი; დ) ერთობლივი პროექტი – სეზონური სკოლის გრანტის მოპოვების მიზნით საკონკურსოდ წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობს რამდენიმე იურიდიული პირი (ადგილობრივი, ან/და საერთაშორისო); ე) პროექტის ხელმძღვანელი – საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას; ვ) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ერთობლივი პროექტის შემთხვევაში პარტნიორი მხარის წარმომადგენელია და უწევს კოორდინაციას პროექტის მომზადებასა და განხორციელებას პროექტის ხელმძღვანელთან ერთად; ზ) პროექტის პერსონალი – საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მონაწილეობს პროექტის ადმინისტრირებაში (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, აკადემიური ან/და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი); თ) საკონკურსო შეფასების კომისია – კონკურსზე დარეგისტრირებული განაცხადების/პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ პროექტებს ამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და ადგენს რანჟირებულ სიას; ი) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – პროექტის შესაფასებლად ამ დებულებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით; კ) გრანტის მიმღები – პროექტის ხელმძღვანელი და პროექტის წარმდგენი იურიდიული პირი, წამყვანი ორგანიზაცია (სსიპ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ა(ა)იპ, რომელსაც აქვს სეზონური სკოლის მიმართულების შესაბამისი კვლევითი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო გამოცდილება); ლ) საგრანტო ხელშეკრულება – კონკურსის საფუძველზე სეზონური სკოლის გრანტის მიმღებ პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს, პროექტის ხელმძღვანელსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; მ) მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგის პროცედურა. |
მუხლი 4.
კონკურსის ადმინისტრირება
|
1. სეზონური სკოლის გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და წარმართავს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და გამოცხადებას, კონკურსის პროგრამისა და პირობების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; გ) პროექტების წინასწარ ტექნიკურ ექსპერტიზას საკონკურსო პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) საკონკურსო შეფასების კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარდგენილ პროექტებსა და გამოავლენს დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებს; ე) საკონკურსო შეფასების კომისიის მიერ დასაფინანსებლად გამოვლენილი პროექტების დამტკიცებას; ვ) ფონდის მიერ დამტკიცებული პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირთან და პროექტის ხელმძღვანელთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და დაფინანსებას; ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. 3. კონკურსის გამოცხადებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს და კონკურსის გამოცხადებამდე გაასაჯაროვოს კონკრეტული წლისათვის კონკურსის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები და პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებში წარდგენილი პროექტების შეფასების წესი ამ დებულებით დადგენილი პროექტის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით. საკონკურსო შეფასების კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს ფონდის მიერ დადგენილი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები. |
მუხლი 5.
კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები
|
1. კონკურსში პროექტის წარდგენა შეუძლია ერთ ან ერთზე მეტ იურიდიულ პირს (სსიპ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ა(ა)იპ, რომელსაც აქვს სეზონური სკოლის მიმართულების შესაბამისი კვლევითი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო გამოცდილება) და პროექტის ხელმძღვანელს.
2. ერთობლივი პროექტების წარდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი წარმდგენი იურიდიული პირი ითვლება წამყვან ორგანიზაციად, ხოლო დანარჩენი – თანამონაწილე ორგანიზაციად. 3. პროექტის წამყვან ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია წარმოდგენილი სეზონური სკოლის თემატიკასთან დაკავშირებით. 4. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სეზონური სკოლის თემატიკაში კომპეტენტური უცხოელი/უცხოეთში მოღვაწე აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირების მონაწილეობას. 5. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც: ა) ორიენტირებულია კვლევის მეთოდებისა და ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში; ბ) ითვალისწინებს სტუდენტთა (მაგისტრანტი, დოქტორანტი) და ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრი, დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო შვიდი წლის პერიოდში) ჩართულობას; გ) ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და კონკრეტულ თემებზე/პრობლემებზე ორიენტირებული კვლევების განხორციელებას; დ) წაახალისებს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას; ე) ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების პროექტში ჩართულობას; ვ) ითვალისწინებს თანადაფინანსებას. 6. სეზონური სკოლის პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 30 აკადემიურ საათზე ნაკლები. 7. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 (ორმოცდახუთი ათას) ლარს. 8. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც წარმოდგენილია ვადის დარღვევით, არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს არასრულ ან ყალბ ინფორმაციას. |
მუხლი 6.
სეზონური სკოლის მსმენელი
|
1. სეზონური სკოლის მსმენელები უნდა იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო კვლევითი ერთეულის თანამშრომლები (მაგისტრი, დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო შვიდი წლის პერიოდში).
2. სეზონური სკოლის მსმენელი აგრეთვე შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაინტერესებულია შესაბამისი სკოლის თემატიკით. 3. სეზონური სკოლის მსმენელს შეარჩევს კონკურსში გამარჯვებული გრანტის მიმღები პროექტში აღწერილი წესით. |
მუხლი 7.
დაფინანსება
|
1. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება:
ა) სამეცნიერო ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის და პროექტში ჩართული პერსონალის შრომის ანაზღაურება; ბ) პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის და პროექტში ჩართული პერსონალისა და მსმენელების კვების, ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯი; გ) პროექტით გათვალისწინებული, სეზონური სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული პროგრამული აქტივობის ხარჯი: გ.ა) სასწავლო და სამეცადინო დანიშნულების პროდუქტები: ბეჭდვითი, ელექტრონული, ვიზუალური, საკანცელარიო და საექსპერიმენტო მასალები და სხვა; გ.ბ) სასწავლო და სამეცადინო დანიშნულების სერვისები (საველე სამუშაოებთან, ექსპედიციებთან და მუზეუმში ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა); გ.დ) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალების შესყიდვის ან დაქირავების ხარჯი; გ.ე) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სივრცის დაქირავების ხარჯი; დ) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა ხარჯები. 2. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა. 3. უცხოელი მსმენელების შემთხვევაში ფონდი არ აფინანსებს საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს. 4. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს თანხობრივ თანადაფინანსებას. |
მუხლი 8.
საკონკურსო შეფასების კომისია
|
1. საკონკურსო შეფასების კომისიას ქმნის ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საკონკურსო შეფასების კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოიწვოს დარგის ექსპერტი. 3. საკონკურსო შეფასების კომისია უფლებამოსილია, კონკურსის პირობებთან შეუსაბამო პროექტები მოხსნას კონკურსიდან. 4. საკონკურსო შეფასების კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში კონკურსში მონაწილე პროექტის წარმდგენს მოსთხოვოს პროექტის ბიუჯეტის კორექტირება, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მოცულობის გაზრდის გარეშე. |
მუხლი 9.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
1. წარდგენილი პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 55 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 45 ან მეტი ქულა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში – აკადემიურ ღირებულებაში, შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ინტერესთა კონფლიქტი
|
1. დაუშვებელია საკონკურსო შეფასების კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება საკონკურსო შეფასების კომისიის წევრი იყოს ის პირი: ა) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; ბ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში ან/და პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია. 3. ამ დებულების მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. საკონკურსო შეფასების კომისიის წევრი ვალდებულია ამავე საკონკურსო შეფასების კომისიას და ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო შეფასების კომისიის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს საკონკურსო შეფასების კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით. |
მუხლი 11.
ხელშეკრულების გაფორმება
|
საკონკურსო შეფასების კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას. |
მუხლი 12.
მონიტორინგი |
1. ფონდი ახორციელებს მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. საგრანტო ხელშეკრულების კონტროლი ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და მოიცავს: ა) ფინანსურ მონიტორინგს, რომელიც ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს ასლებისა და /ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით და გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან; ბ) პროგრამულ მონიტორინგს, რომელიც ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, როგორიცაა სეზონური სკოლის ჩატარების დამადასტურებელი პროგრამული ანგარიში, განხორციელებული აქტივობების შესაბამისი დამადასტურებელი ნაბეჭდი, ფოტო/აუდიო/ვიდეო და ელექტრონული დოკუმენტაცია. 3. გრანტის მიმღებმა სეზონური სკოლის დასრულების შემდეგ 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილისაგან. 4. ფონდი უფლებამოსილია მოწვეული დარგის ექსპერტების მეშვეობით შინაარსობრივად შეაფასოს დასრულებული პროექტების ეფექტურობა და შედეგები. 5. გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი პროგრამული ანგარიში, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალა შესაძლებელია ფონდმა გამოიყენოს თავის ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში ჩართვის მიზნით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები