„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016388
1-1/383
07/09/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
010240030.22.024.016388
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/383

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30.12.2011 წ., 010240030.22.024.016146) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარსადგენ განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, სააპელაციო, საკასაციო და კერძო საჩივრებს, სასამართლოებში და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების მინდობილობებს“
.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) სამინისტროს სახელით ხელს აწერს ადმინისტრაციული საჩივრის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“.

3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას, აგრეთვე ხელი მოაწეროს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი