დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016255 |
47
07/09/2015
ვებგვერდი, 09/09/2015
010250050.35.158.016255
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
|
| მუხლი 2 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
|
| მუხლი 3 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 10 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები