„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016250
42
07/09/2015
ვებგვერდი, 09/09/2015
010250020.35.158.016250
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  14 ივლისის   №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.158.016161) დამტკიცებულ  დებულებაში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1.მე-7 მუხლის  მე-5 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:   

„ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი