„ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016112
30
07/09/2015
ვებგვერდი, 14/09/2015
190020020.35.147.016112
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებით (ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016082) დამტკიცებული წესის 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ერთჯერადად ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით გაეწევათ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასურსათო კალათით. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი