დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.169.016237
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
04/09/2015
ვებგვერდი, 09/09/2015
270070000.35.169.016237
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2015 - 13/04/2018)

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2015 წლის 4 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის     „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  156-ე  მუხლის მე-5 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის  შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს   დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის,   რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი  დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  06.10.2014 წლის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge;  13/10/2014 წ.;     270070000.35.169.016186).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში  (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი



დანართი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი,  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის,   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრული ოდენობა  განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს 15 %-ისა, რაც შეადგენს თვეში  375  (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს.

მუხლი 2. საკრებულოს იმ წევრისთვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან  დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს  იმ წევრისთვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, ამომრჩევლებთან შეხვედრასთან, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება  წევრის მიერ განცხადების წარდგენის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი)  საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში  ფაქტობრივი დასწრების მონაცემები.   საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად  განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.


მუხლი 3. საკრებულოს წევრების  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური  ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით.