„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.145.016109
19
07/09/2015
ვებგვერდი, 11/09/2015
010250020.35.145.016109
„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №6 დადგენილებით (სსმ, №9, 11.08.2010წ., 010250020.35.145.000144) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე