დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016340 |
217
07/09/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
360160000.22.023.016340
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 29.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016208) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებაში. (სავალდებულო სოციალური მეცნიერებები/ მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა ან ჰუმანიტარული მეცნიერებები/ფილოლოგია);
ბ) სასურველია მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) საჯარო სექტორში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსისკონვენცია), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსის (თავი I, II, III), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ) სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word; MS office Excel, MS office Power Point, MS office Outlook, Google Apps for Business) ცოდნა.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ხელოვნების სფეროში, მედიახელოვნების მიმართულებით;
ბ) სასურველია მუშაობის გამოცდილება;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე) სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების – Microsoft Office, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, CorelDRAW, Google Apps for Business ცოდნა. სასურველია – Adobe Premier, Adobe Flash, Adobe After Effect და 3D Max პროგრამების ცოდნა;
ვ) საქართველოს კონსტიტუცია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I, II, III), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები