დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 680 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016461 |
|
„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016288) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ოპერატიული სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დანაყოფები;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზეც შეიძლება გაიცეს სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა. აღნიშნული თანხმობის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილმა მოსამსახურემ დამატებით უნდა წარადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი (შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული და სპეციალური სამსახურების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების ზოგადი წესი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები