დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-37/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016347 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 963) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიზნებია: ა) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების მიწოდება (სასწავლო/სატრენინგო პროგრამების სახით) ან მისი განხორციელების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა.“; |
ბ)
მე-2 პუნქტის „ვ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ10-ვ15“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ვ10) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების (მათ შორის დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და/ან განხორციელება) გაწევა; ვ11) სხვადასხვა ხასიათის სასწავლო პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა; ვ12) სააგენტოს თანამშრომელთათვის და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაინტერესებული პირების/ორგანიზაციებისათვის გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება; ვ13) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო/სატრენინგო პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა; ვ14) სასწავლო/სატრენინგო პროცესის წარმართვისათვის და/ან ორგანიზებისათვის სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა; ვ15) ამ პუნქტის „ვ10-ვ14“ ქვეპუნქტებში მითითებული ფუნქციების გარდა, სააგენტო, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას.“. |
2.
მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;“. |
3.
მე-7 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. შემოსავლის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია დადოს სათანადო ხელშეკრულებები."; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები