ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ

  • Word
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.132.016001
  • Word
45
01/09/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.132.016001
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №45

2015 წლის 1 სექტემბერი

ქ. ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ  

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის – ალექსანდრე ქართველის სახელი.

2. წინამდებარე განკარგულება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გადაეგზავნოს ქ. ბათუმის მერიას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციას.

3. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნებულ იქნეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.   

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            ირაკლი ჭეიშვილი