„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016137
26
03/09/2015
ვებგვერდი, 04/09/2015
300280000.16.009.016137
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №26

2015 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
 

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი,  №175  მუხ.1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სს „თელასის“ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები:

ა)

220/380 ვოლტი

-

5,567    თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

-

1,773    თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი

-

0,705    თეთრი/კვტსთ;“.

 

2. დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.   სს „თელასის” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

ა)

220/380 ვოლტი

-

5,567    თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

-

1,773     თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი

-

0,705     თეთრი/კვტსთ;“.

 

3. დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები

1. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:            

ა)  220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)   – 16,740 თეთრი/კვტსთ;       

ბ)  3,3-6-10 კილოვოლტი                                                       – 12,946 თეთრი/კვტსთ;

გ)  35-110  კილოვოლტი                                                         – 11,878 თეთრი/კვტსთ.

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სს „თელასის“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა)  101 კვტსთ-ის ჩათვლით                                                      – 11,000  თეთრი/კვტსთ;

ბ)  101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით                           – 14,400 თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი                                                       – 18,200 თეთრი/კვტსთ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი