ქ. ნატრიაშვილის, გ. შარვაშიძისა და დ. ლომინაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • Word
ქ. ნატრიაშვილის, გ. შარვაშიძისა და დ. ლომინაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019873
  • Word
1826
27/08/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
000000000.00.003.019873
ქ. ნატრიაშვილის, გ. შარვაშიძისა და დ. ლომინაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1826

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. ნატრიაშვილის, გ. შარვაშიძისა და დ. ლომინაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად ასევე დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ლომინაშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ი. ღარიბაშვილი