დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ცოდნის მართვის გაძლიერების მიზნით აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ტექნიკური დახმარების გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1825 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019872 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1825
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ცოდნის მართვის გაძლიერების მიზნით აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ტექნიკური დახმარების გამოყოფის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ცოდნის მართვის გაძლიერების საკითხებზე რეგიონული ტექნიკური დახმარების გამოყოფის შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოხატოს თანხმობა ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ტექნიკურ დახმარებაში ჩართვასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები