1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებული სამარხებიდან ექსჰუმაციის შემდგომ იდენტიფიცირებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე

  • Word
1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებული სამარხებიდან ექსჰუმაციის შემდგომ იდენტიფიცირებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1824
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019871
  • Word
1824
27/08/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
000000000.00.003.019871
1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებული სამარხებიდან ექსჰუმაციის შემდგომ იდენტიფიცირებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1824

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებული სამარხებიდან ექსჰუმაციის შემდგომ იდენტიფიცირებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე

1.ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს საჭირო თანხა 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებული სამარხებიდან ექსჰუმაციის შემდგომ იდენტიფიცირებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                    ი. ღარიბაშვილი