შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019866
  • Word
1819
27/08/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
000000000.00.003.019866
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1819

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

       1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ 12+400 და კმ 31+259 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება„კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალების) მო­პო­ვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 198 000 მ3 ქვიშახრეში, შემდეგი X და Y   კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

უბანი I

X

Y

1

733416

4631520

2

733559

4631493

3

733687

4631463

4

733661

4631316

5

733529

4631347

6

733539

4631423

7

733403

4631439

S = 3.12 ჰა

II უბანი

X

Y

1

733781

4631150

2

733751

4631156

3

733764

4631228

4

733743

4631232

5

733674

4631249

6

733662

4631205

7

733630

4631206

8

733638

4631244

9

733547

4631261

10

733554

4631292

11

733519

4631296

12

733527

4631340

13

733687

4631306

14

733808

4631285

S = 2.18 ჰა

WGS-1984

 

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის;

გ) მოპოვებული 198 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 20 000 მ3 გამოიტანოს წიაღის მოპოვების ადგილიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად ჩაყაროს შემდეგ X-730393 და Y-4633923 კოორდინატების ფარგლებში;

დ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვლისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი განსხვავებული თანხის _ 150 400 (ას ორმოცდაათი ათას ოთხასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას„კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ჩაეთვალოს „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოშის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივნისის №1074 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებად.

4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისკორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიერ ამ განკარგულების შესაბამისად ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ„კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი       ირაკლი ღარიბაშვილი