,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 09/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.001.091
  • Word
146
07/07/2008
სსმ, 97, 09/07/2008
040.030.000.10.003.001.091
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის შეერთების გზით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმ-წიფო კონსერვატორია ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე