საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019853
  • Word
1806
27/08/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
000000000.00.003.019853
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1806

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებისა და მე-10 მუხლის საფუძველზე, საქართველოსფინანსთასამინისტრომ„საქართველოს2015წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოსმთავრობისსარეზერვოფონდიდანსაქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტროსგამოუყოს 532 100 ლარი (ხუთას ოცდათორმეტი ათას ასი) ლარი, მათშორის:

ა) 527 000 (ხუთას ოცდაშვიდი ათასი) ლარი − 2015 წელს ევროპის ერთა თასის მოპოვებისა და 2015 წელს რაგბის საერთაშორისო (World Rugby) და ევროპის (Rugby Europe) ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ 6 (ექვსი) ოფიციალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებისათვის, თხუთმეტკაცა რაგბიში საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, მწვრთნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით;

ბ) 5 100 (ხუთი ათას ასი) ლარი − რაგბის ევროპის (Rugby Europe) ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ 1 (ერთი) ოფიციალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებისათვის, რაგბი 7-ში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, მწვრთნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, თხუთმეტკაცა რაგბიში საქართველოს ვაჟთა და რაგბი 7-ში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, მწვრთნელებისათვის, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის განსაზღვრულითანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი