უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1802
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019849
  • Word
1802
26/08/2015
ვებგვერდი, 08/09/2015
000000000.00.003.019849
უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1802

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) პირველ სართულზე არსებული წინასწარ განსაზღვრული ფართი (საერთო ფართი: 4მ2) ბანკომატის, სწრაფი გადახდის, სავაჭრო და ყავის აპარატების განთავსების მიზნით (1 ერთეული ბანკომატი – 1მ2 ფართობი, 1 ერთეული სწრაფი გადახდის აპარატი – 1მ2 ფართობი, 1 ერთეული სავაჭრო აპარატი – 1მ2 ფართობი, 1 ერთეული ყავის აპარატი – 1მ2 ფართობი), 2016 წლის 31 დეკემბრამდე, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამის პირებს.

2. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გა­თ­ვა­ლისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი