დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1801 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019848 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1801
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების, კერძოდ, ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის მონაცემებია: მარკა – Toyota Corolla, ს/კ JTNBV58E902055439, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები