დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2015 წლის 19-23 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019846 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №179 9
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
2015 წლის 19-23 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის ( CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „2015 წლის 19-23 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრის ბიუჯეტის შესახებ.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება;
ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრის სპონსორირებული მონაწილეების, კონვენციის სამდივნოს თანამშრომლებისა და თარჯიმნების მგზავრობისათვის გათვალისწინებული 46 475 აშშ დოლარის (დანართი) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) სამდივნოს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები