სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 066
დოკუმენტის მიმღები სს"ჯორჯიან ქარდი"
მიღების თარიღი 01/09/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
066
01/09/2015
ვებგვერდი, 03/09/2015
სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს"ჯორჯიან ქარდი"

განცხადება

სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 23 სექტემბერს, 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. 8.

 

კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;

2. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;

3. დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.

 

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2015 წლის 24 აგვისტო.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ჯორჯიან ქარდის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა.

 

სს „ჯორჯიან ქარდის”

გენერალური დირექტორი                                                     გიორგი ქეშელაშვილი

 

1 სექტემბერი, 2015 წელი