დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1782 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019829 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1782
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 22 პუნქტის საფუძველზე, ამ პუნქტის „ა − ე“ ქვეპუნქტებში მითითებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყონ მათთვის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებით მიღებული სახსრებიდან ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა:
ა) სსიპ − შემოსავლების სამსახურმა - 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;
ბ) სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;
გ) სსიპ − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ − 4 800 000 (ოთხი მილიონ რვაასი ათასი) ლარი;
დ) სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ - 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;
ე) სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ − 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ცვლილება არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები