„2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1781
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019828
  • Word
1781
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019828
„2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1781

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 „2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „13. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „გრუზვინპრომის“ (ს/კ 231289290) ან/და სს „აკურას“ (ს/კ 231165583) მიერ 2015 წლის რთვლის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელად ჩატარების მიზნით, შპს „გრუზვინპრომმა“ (ს/კ 231289290) ან/და სს „აკურამ“ (ს/კ 231165583) 2015 წლის რთვლის პერიოდში საჭირო საქონლისა (ყურძენი, ყურძნის გადასამუშავებლად საჭირო ტარა და დამხმარე მასალები, ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური აღჭურვა და სათადარიგო ნაწილების შეძენა, რთვლის პერიოდში შექმნილი ყურძნის მიმღები ჯგუფებისათვის საწვავის ტალონები) და მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის ტრანსპორტირებისა და სპირტად გამოხდის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი