„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ პროექტის მოწონების შესახებ

  • Word
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ პროექტის მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019825
  • Word
1778
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019825
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1778

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ პროექტის მოწონების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ წარმოდგენილი პროექტი - „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ (შემდგომში - პროექტი).

2. სამინისტრომ პროექტის განსახორციელებლად  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მიმართოს 131 990, 07 (ას ოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი ლარი და 7 თეთრი) ლარი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.

4. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი მუნიციპალიტეტების ინფორმირება.

5. ეთხოვოს შესაბამის მუნიციპალიტეტებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტით გათვალისწინებული საველე ჯგუფებისათვის სამუშაო ფართების გამოყოფა.

6. დაევალოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული პროექტის შესრულების მიმდინარეობისას, სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში,  გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

7. დაევალოს სამინისტროს  საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია  პროექტის განხორციელების შესახებ.  

8. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი   ი. ღარიბაშვილი