დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1777 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019824 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1777
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „TCF GEORGIA“-ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი სს „ბანკი ქართუს“ მიერ შპს „TCF GEORGIA“-სთვის (ს/კ: 446954494) სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გასაცემი დამატებით ახალი, პარალელური სესხის თანადაფინანსებაზე.
2. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, განახორციელოს სს „ბანკი ქართუს“ მიერ შპს „TCF GEORGIA“-სთვის გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება შემდეგი პირობებით:
ა) სესხის თანხა − 1 070 000 (ერთი მილიონ სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;
ბ) სესხის მიზნობრიობა: რკინიგზის ჩიხის მშენებლობა, კონცენტრატის საწარმოსთვის ლაბორატორიის მოწყობა, ციტრუსის დამხარისხებელი ხაზის შეძენა და სამშენებლო სამუშაოები;
გ) სესხის ვადა − 24 თვე;
დ) სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი − 11%;
ე) თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთი − 10%;
ვ) საპროცენტო თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა − 214 000 (ორას თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარი.
3. შპს „TCF GEORGIA“-სთვის დამატებითი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების სხვა პირობები განისაზღვროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები