სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1775
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019822
  • Word
1775
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019822
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1775

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის   მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის დასრულებისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.

2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2016 წელს შესასრულებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი