სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1774
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019821
  • Word
1774
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019821
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №177 4

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ პროექტის განხორციელების ფარლებში კურსთაშორისი სხვაობით და შუამავალი ბანკების მომსახურების საკომისიოების ჩამოჭრის შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფინანსება საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ ( KFW) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 05 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი