დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1773 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019820 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1773
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 და 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარიდან შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ (შემდგომში − კომპანია) მიერ ამავე განკარგულებებით შესასრულებელი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ 117 − კმ 119 (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებისა და „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №837 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ათვისებულ იქნა 29 441 335.06 (ოცდაცხრა მილიონ ოთხას ორმოცდაერთი ათას სამას ოცდათხუთმეტი ლარი და ექვსი თეთრი) ლარი.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო), „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965, 2014 წლის 10 აპრილის №644 და „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №837 განკარგულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები