სარეკრეაციო ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო ზონაში (სოფზ’) სამშენებლოდ და სამონტაჟოდ დასაშვები ნაგებობების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სარეკრეაციო ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო ზონაში (სოფზ’) სამშენებლოდ და სამონტაჟოდ დასაშვები ნაგებობების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019805
  • Word
1770
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019805
სარეკრეაციო ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო ზონაში (სოფზ’) სამშენებლოდ და სამონტაჟოდ დასაშვები ნაგებობების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1770

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სარეკრეაციო ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო ზონაში (სოფზ’) სამშენებლოდ და სამონტაჟოდ დასაშვები ნაგებობების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ნაგებობების ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობა და მონტაჟი დასაშვებია სარეკრეაციო ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო ზონაში (სოფზ’) (გარდა სასოფლო-სამეურნეო ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობებისა).

პრემიერ-მინისტრი  ი . ღარიბაშვილი

დანართი

ა) წყლის ხელოვნური რეზერვუარი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ბ) საბაგირო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

გ) სამთო ციგა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

დ) ანგარის შენობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ე) სერვისცენტრები და დამხმარე ნაგებობები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ვ) საბავშვო მოედნებისა და გასართობი სკვერების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ზ) ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა;

თ) ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ი) სათხილამურო ტრასების განათების სისტემა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

კ) სათხილამურო ტრასების მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

ლ) ველობილიკების მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით;

მ) ველოპარკების მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.