სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019806
  • Word
1769
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019806
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1769

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 − №16 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.007.086) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „როიალ დეველოფმენთს“ (ს/კ 405067699).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 3000 (სამი ათასი) კვ. მ ფართის შენობ(ებ)ის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება;

ბ.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ან/და სხვა შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი, არანაკლებ 1000 (ათასი) მ სიგრ ძის ასფალტის საფარიანი გზის მოწყობა;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „როიალ დეველოფმენთი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 1%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი