ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019814
  • Word
1763
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019814
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1763

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

1. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული მძიმე სოციალური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2014 წლის 15 მაისამდე და 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარებული და აუნაზღაურებელი/გადაუხდელი ბუნებრივი გაზის დავალიანების ასანაზღაურებლად 898 722,18 ლარის გამოყოფა.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს პირველი პუნქტის შესაბამისად შპს „სოკარ ჯორჯია გაზი ქართლთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მის მიერ წარდგენილი და ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული ანგარიშის საფუძველზე, პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხის ფარგლებში დავალიანების ანაზღაურება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი