დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის აღსრულების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებისა და სატელევიზიო ეთერში განთავსების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1759 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019810 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1759
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის აღსრულების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებისა და სატელევიზიო ეთერში განთავსების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა სასჯელის ერთ-ერთი სახის − შინაპატიმრობის აღსრულების თაობაზე 2015 წლის სექტემბრიდან საზოგადოების სათანადო ინფორმირებისათვის, სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებისათვის განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთჯერადად, არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, შპს „სტუდია მეტროსაგან“ (ს/კ: 205189623), ხოლო ვიდეორგოლის სატელევიზიო ეთერში განთავსების შესყიდვა განახორციელოს ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთჯერადად, არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ვიდეორგოლის განთავსების პერიოდისათვის ფასთა კვლევის საფუძველზე იმ დროისათვის საუკეთესო პირობების მქონე მაუწყებლებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები