დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016265 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს |
მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №46 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30/12/2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
გ)
დადგენილების III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 144728.7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; |
დ)
დადგენილების მუხლი 14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სარეზერვო ფონდი განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 600.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებში.“. |
ე)
დადგენილების მუხლი 15 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. სესხების მომსახურება განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 12062.6 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 545.6 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 10948.2 ათასი ლარი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების, ხოლო 568.8 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურებისათვის.“. |
ვ)
დადგენილების მუხლი 16 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 11598.2 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიიმართოს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.“. |
ზ)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანახმად დანართისა. |
თ)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროქტების შესყიდვების პროცედურების დაწყება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №7 განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები