„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების და დამატების თაობაზე

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების და დამატების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016162
23
31/08/2015
ვებგვერდი, 04/09/2015
010250050.35.133.016162
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების და დამატების თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2015 წლის 31 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების და დამატების თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 04/06/2015 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (010250050.35.133.016111) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი  ცვლილებები  და  დამატებები: 
2.  საკრებულოს აპარატის დებულების მეორე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„II თავი

 აპარატის სტრუქტურა, აპარატის უფროსის და  განყოფილების უფროსის უფლებამოსილება

მუხლი 4

1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.

2. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. აპარატის უფროსი ან აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.

4. აპარატი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

5. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) საქმისწარმოების განყოფილება.

მუხლი 41

1. აპარატის უფროსი:

ა) წარმართავს და უშუალოდ ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას, აგვარებს აპარატის გამგებლობაში შემავალ საკითხებს;

ბ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე;

გ) აპარატის სახელით ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის აპარატის სახელით;

დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს აპარატის შინაგანაწესის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), ამ დებულებით, აპარატის შინაგანაწესით და მათ შესაბამისად საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ი) აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ბიუროს წინაშე.

კ) აპარატის უფროსის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის უფროსის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობისას ან/და ადგილზე არყოფნის დროს აპარატის უფროსის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დროებით ასრულებს აპარატში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 42

საქმისწარმოების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას;

ბ) ახორციელებს კორესპონდენციების მიღებას, აღრიცხვას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და დაგზავნას;

გ) ახორციელებს გასული კორესპონდენციების აღრიცხვას;

დ) ამზადებს საკრებულოს საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო მასალებს;

ე) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების წარმოებას;

ვ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების რედაქტირებას, კომპიუტერულ უზრუნველყოფას - აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და შენახვას, დოკუმენტების ქსერო­ასლების მომზადებას, ასლის დამოწმებასა და  საჭიროებისამებრ დაგზავნას;

ზ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ ჩაბარებასა და გაგზავნას, სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;

თ) ახორციელებს საკრებულოს წევრებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების წარმოებას;

ი) უზრუნველუყოფს საარქივო მასალების დამუშავებასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ლ) საკრებულოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.

მუხლი 43

იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მათთვის შესაბამისი სამსართლებრივი კონსულ­ტაციების გაწევას;

დ) ახორციელებს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, აგრევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წარმომდგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი მინდობილობის შესაბამისად;

ე) სხვადასხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან/და საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 მუხლი 44

1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას;

ბ) პასუხს აგებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციებს;

დ) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  მუხლი 45

 1. აპარატის შემადგენლობაში არიან აგრეთვე საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან აპარატის არცერთი განყოფილების შემადგენლობაში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე