„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 01/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016135
24
01/09/2015
ვებგვერდი, 02/09/2015
300320000.16.009.016135
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №24

2015 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05.08.2014 წ., 300320000.16.009.016091) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების  მეთოდოლოგიის“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ინფლაცია – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) საშუალო წლიური მაჩვენებლის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან;“.

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატარიფო რეგულირების პერიოდში კომისიის მიერ ტარიფები დგინდება ყოველწლიურად და მოქმედებს ერთი წლის ვადით, გარდა ამ მეთოდოლოგიის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა.“.

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის

რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RCB(t+1) = CAPEX(t+1) + cOPEX(t+1) + ncOPEX(t+1) + CNL(t+1) + CORR (t+1)  (1),

სადაც:

RCB(t+1) – საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების  ბაზა სატარიფო წლისთვის (ლარი);

CAPEX(t+1) – საწარმოს კაპიტალური დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

cOPEX(t+1) – საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

ncOPEX(t+1) – საწარმოს არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

CNL(t+1) – ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი);

CORR(t+1) – დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ დანახარჯებს შორის სხვაობის, აგრეთვე ამ მეთოდოლოგიის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არასაოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგების, ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპებით  ასახვას (ლარი).“;

დ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf), ბაზრის რისკის პრემია (rm rrf), სექტორული რისკის ფაქტორი (β) და სესხის პრემია (DP) ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის არის ფიქსირებული. კომისია ურისკო საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს სახელმწიფო გრძელვადიან საერთაშორისო ობლიგაციებზე ვადის გასვლამდე წლიური შემოსავლის ოდენობით, ხოლო ბაზრის რისკის პრემიას და სესხის პრემიას საექსპერტო დასკვნების ან/და შედარებითი ანალიზის საფუძველზე.“;

     ე) ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი.

ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმოსათვის სატარიფო რეგულირების პერიოდის კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების ბაზად აიღება საბაზისო წლის აუდირებული კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები, რომელიც სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისათვის იცვლება მხოლოდ სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და ეფექტიანობის ფაქტორის გამოყენებით და  იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

cOPEX(t+1) = cOPEX(t–1)  × (1 + CPIt – Xt) × (1+CPI(t+1) – X(t+1)) (7),

სადაც:

cOPEX(t+1) – საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

cOPEX(t–1) – საწარმოს კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები სატესტო წლისთვის (ლარი);

CPIt        – სატესტო წლის ინფლაცია ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (%);

Xt            – ეფექტიანობის ფაქტორი ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (%);

CPI(t+1)   – ტარიფის გაანგარიშების წლის ინფლაცია სატარიფო წლისთვის (%);

X(t+1)       – ეფექტიანობის ფაქტორი  სატარიფო წლისთვის (%).";

ზ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.

თ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი.

ი)  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატარიფო წლისთვის სატესტო წლის არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები იცვლება მხოლოდ სამომხმარებლო ფასების ინდექსით და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ncOPEX(t+1) = ncOPEX(t–1)  × (1 + CPIt) × (1 + CPI(t+1))    (8),

სადაც:

ncOPEX(t+1) – საწარმოს არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

ncOPEX(t–1) – საწარმოს არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები სატესტო წლისთვის (ლარი);

CPIt        – სატესტო წლის ინფლაცია ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (%);

CPI(t+1)   – ტარიფის გაანგარიშების წლის ინფლაცია სატარიფო წლისთვის (%).“.

  კ) 121 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის  ოდენობას, რომელიც მოიცავს საწარმოს საოპერაციო, აგრეთვე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

WC (t+1) = (ARD – APDopex) / 365 × OPEX(t+1) + (ARD – APD vat) / 365 × nVAT(t+1)  (81)

სადაც:

WC(t+1)   –  საბრუნავი კაპიტალის ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი);

ARD    – დებიტორული დავალიანების დაფარვის დღე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა (დღე);

APDopex – კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებულ დანახარჯებთან მიმართებაში, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა (დღე);

APDvat  – კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი (დღე);

OPEX(t+1) – საოპერაციო და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

nVAT(t+1) – სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხებს შორის (ლარი).“;

ლ) 121 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება განხორცილდება ელექტროენერგიის შესყიდვის სეზონური ღირებულების გათვალისწინებით.“.

მ) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ საწარმოსთვის, რომელსაც კომისიის მიერ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული ტარიფები დაუდგინდება 2015 წლის 1 იანვრის შემდგომი თარიღიდან, პირველი სატარიფო რეგულირების პერიოდი ვრცელდება ტარიფების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული კორექტირების ძირითადი პრინციპები და მექანიზმები გავრცელდება მხოლოდ სრულ კალენდარულ წელზე.”.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის

რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

RCB(t+1)= CAPEX(t+1) +OPEX(t+1)+ CORR(t+1)      (1),

სადაც:

RCB(t+1)     – საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების  ბაზა   სატარიფო   წლისთვის (ლარი);

CAPEX(t+1) – საწარმოს   კაპიტალური  დანახარჯები  სატარიფო წლისთვის (ლარი);

OPEX(t+1) – საწარმოს  საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის  (ლარი);

CORR(t+1) – დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს სატარიფო წლის დანახარჯების ბაზაში კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ დანახარჯებს შორის სხვაობის, აგრეთვე ამ მეთოდოლოგიის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არასაოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგების, ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპებით ასახვას (ლარი).“

 

ბ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18.   ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ტარიფი

 1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება იმ მომსახურებისათვის, რომელზეც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოები ელეტროენერგეტიკული სისტემის ბაზრის ოპერატორს უხდიან მომსახურების საფასურს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

Tოპ(t+1) – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი სატარიფო წლისთვის (t+1) (თეთრი/კვტსთ);

RCB(t+1) – რეგულირებადი  დანახარჯების ბაზა  სატარიფო წლისთვის (t+1)  (ლარი);

E(t+1) – სატარიფო წლისთვის ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელზეც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლის განმავლობაში კვალიფიციური საწარმოებისთვის განხორციელდება მომსახურება (კვტსთ).

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, საწარმოს ფუნქციური თავისებურებიდან გამომდინარე, იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RCB(t+1) = (D(t+1) +OPEX(t+1)) × (1+k)    (15),

სადაც:

RCB(t+1) – რეგულირებადი  დანახარჯების ბაზა  სატარიფო წლისთვის (t+1)  (ლარი);

D(t+1 )  –  სატარიფო წლის ცვეთა (ლარი);

OPEX(t+1)  – საწარმოს  საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის  (ლარი);

k   – მოგების განაკვეთი დანახარჯების მიმართ, აიღება არა უმეტეს 3 პროცენტისა, რომელსაც ყოველწლიურად განსაზღვრავს კომისია (%).

3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტ-ექსპორტის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და მოქმედი კანონმდებლობით ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და გადასახადები არ გაითვალისწინება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფის გაანგარიშებისას.“;

გ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მეთოდოლოგიის IV თავით გათვალისწინებული კორექტირებების გაანგარიშება ხორციელდება პირველი სატარიფო წლის მომდევნო კალენდარული წლიდან (გარდა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-20 მუხლის 12 პუნქტებით გათვალისწინებული  გარემოებებისა) ტარიფის განგარიშების ყოველ წელს და აისახება შესაბამისი სატარიფო წლის ტარიფში, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-20 მუხლის 12 პუნქტებით გათვალისწინებული კორექტირებების გაანგარიშება ხორციელდება მეთოდოლოგიის ძალაში შესვლიდან ტარიფის განგარიშების ყოველ წელს და აისახება შესაბამისი სატარიფო წლის ტარიფში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი