„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016341
218
07/09/2015
ვებგვერდი, 09/09/2015
360050000.22.023.016341
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №218

2015 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016137, 13.05.2013 წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბარისახო);

ყ) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია  (ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდი).“.

2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს:

ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს;

ბ) სათაფლიის აღკვეთილს;

გ) ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლს;

დ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს;

ე) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ვ) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს;

ზ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

თ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ი) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს;

კ) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ლ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს;

მ) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს .“;

ბ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილს;“

გ) მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) თეთრობის აღკვეთილს;“;

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25-ე პუნქტები:

„24. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს:

ა) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკს;

ბ) ასის აღკვეთილს;

გ) როშკის ბუნების ძეგლს;

25. სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია მართავს:

ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლს;

ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლებს;

გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლებს;

დ) მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლს;

ე) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლს;

ვ) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;

ზ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლს;

თ) მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;

ი) გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლს;

კ)  ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს;

ლ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი