„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ”

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016213
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
31/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
190040000.35.138.016213
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ”
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2015 - 01/12/2017)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2015 წლის 31 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა, დანართი  1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 26 დეკემბრის №58 დადგენილება (ვებგვერდი, 29.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016185).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 1 აგვისტოდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



                                                                                         დანართი 1

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების  ანაზღაურების წესი


მუხლი 1. ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის (რომელიც  არ  არის  საკრებულოს თანამდებობის   პირი)  უფლებამოსილების განხორციელებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზანი
ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მე-2 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 2. საკრებულოს  წევრის (რომელიც  არ  არის  საკრებულოს  თანამდებობის  პირი) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების  ანაზღაურების წესი და ოდენობა
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის  (მოხსენებითი ბარათის)  საფუძველზე,  თავმჯდომარის ბრძანებით,  საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს,  ყოველი  თვის მე-3 დეკადაში. 
2. იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები) არ აქვთ შესაძლებლობა დაადასტურონ დოკუმენტალურად მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული შესაბამისი ხარჯი (მაგ.: ავტობუსით მგზავრობა, სამარშუტო ტაქსით მგზავრობა და სხვა) ანაზღაურება მოხდეს დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
3. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი), უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად განისაზღვროს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარი.