დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 285 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016806 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 − მე-7 პუნქტები:
„5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. 7. სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის დადგენილი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება „ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების 24-ე მუხლის პირველი პარაგრაფით შესაბამისი საქონლისათვის გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი დანაკარგი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები