„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016280
38
31/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
010260020.35.114.016280
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2015 წლის 31 აგვისტო

დაბა ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისად,   

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016200)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11 მუხლის მე-4  პუნქტის  ,,გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,გ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;“ .

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;“ .

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-12  მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორცილების კოორდინაცია. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი ობიექტების  პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია.“.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-12 მუხლს  დაემატოს მე-12  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმვა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა.“.    

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე